3 თვიანი ღონისძიება

შეხვედრები ყოველკვირეულად

ონლაინში, პირდაპირ რეჟიმში

კომუნიკაცია პროფესიონალებთან

ინფორმაცია

Cyber Winter 2023 იწყება !!!

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი (ეროვნული CERT) კიბერუსაფრთხოების მასშტაბურ პროექტს იწყებს.

მასტერკლასების სერია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე:

  • კიბერშეტევები, კიბერჰიგიენა და თავდაცვის საშუალებები;
  • ეთიკური ჰაკინგი: მეთოდები, ხელსაწყოები და პროცედურები;
  • კიბერ ინციდენტზე რეაგირება და გამოძიება და ციფრული ექსპერტიზა;
  • მავნე კოდის სახეები და ანალიზი;
  • კრიპტოგრაფია, ბლოქჩეინი, კრიპტოვალუტა და დარქვები;
  • კიბერუსაფრთხოების დარგი, როლები და საერთაშორისო სტანდარტები;
  • კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები;

მონაწილეობა უფასოა და დასწრება შეუძლია ყველა მსურველს.

ონლაინ შეხვედრები დაიწყება დეკემბერში და 3 თვე გაგრძელდება.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა.

რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ შეხვედრის ბმულს.

შეხვედრები გაიმართება ყოველ ოთხშაბათს საღამოს 18:00 საათზე. ხანგრძლივობა - 1 საათი.

პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ ონლაინ გამოცდა და მიიღონ სერტიფიკატი.

დარეგისტრირდით ღონისძიებაზე